ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1842-1900 |
თხზულება | „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა“ (ქართული პროზა, წიგნი X, შემდგ.: გ. გვერდწითელი, რ. თვარაძე, თბილისი, 1985) |
სახეობა | |
ციტაცია | „მე წარმომიდგა, მაგალითად, რომაელების ბრძოლა კართაგენელებთან და კართაგენელების გაქრობა დედამიწის ზურგზე, - მერე რომაელების ბრძოლა ებრაელებთან, ბერძნებთან, ეგვიპტელებთან, ასურელებთან და ბოლოს ვნახე, რომ თუმცა ეს წარჩინებული ხალხები გონების ძალით და ჭკუის თვისებით ბევრად სჯობდნენ რომაელებს, მაგრამ, რადგან რომაელები მუშტი-კრივში და ხანჯლის ხმარებაში უფრო ხერხიანები იყვნენ, ეს ამდენი ძვირფასი ქვეყნის საუნჯე ხალხები სულ იმათ დაეფატრათ და ჩაენთქათ [...] კართაგენის ხალხმა რომ გმირი აღზარდა – ანნიბალი, ებრაელებს შუა რომ ქვეყნის მხსნელი დაიბადა და ბერძნებს შუა მეცნიერი და მოქალაქეობის მცოდნე კაცები იყვნენ , იმათი ფასი რომაელის ხალხს არცა არა დაუბადებია-რა, არცა -არა გაუზრდია-რა და არცა - არა გაუკეთებია-რა. მაგრამ ამ ველურმა ხალხმა კი გაბედა მონელება ამდენი კაცობრიობის საუნჯისა [...] ის კი არა, ამ დიდებული ხალხების სისხლში თვითონაც დაიხრჩო. ამ ხალხის კვალიც არ არის ქვეყანაზე, გარდა იმ მკვდარის ენის, რომლითაც ბევრის ხალხის გონებას აქამდის ჰკვრენს და წინ არ უშვებენ [...] იმისი ლათინური ენის სწავლებაში ახალგაზრდობა ჰკარგავს თავის ქორფა ძალას, საუკეთესო დროს [...] მე დღესაც ყოველგან ვხედავ იმის კვალს, რასაც რომაელები სჩადიოდენ: დღესაც კაცობრიობა იმგვარადვე სდევნის განსხვავებას, მრავალ-გვარობას...“ (გვ. 235-237) |
ტერმინი |

კომენტარი |
---|