ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1705-1792 |
თხზულება | „დავითიანი“ (ქართული მწერლობა, ტომი მეშვიდე, შემდგ.: ა. ბაქრაძე, რ. თვარაძე, თბილისი, 1989) |
სახეობა | |
ციტაცია | „ჯართ მყვანებელად, ევროს ამირად ყვანდა კეკიას მოპირდაპირად [ზამთარს ე.კ.] შემდეგად მას ლიფსი, ზეფიროს, ფვინიქსი, ბორია, ნოტოს. ზაფხულს ამირად ყვანდა კეკია, სად ევროს იდგა ნაცარქექია; შემდეგად არგესტი, აპილი, ერღასტი, თრასკე ლივონტოს არგესტიმ უთხრა: დრო არის, ლიფსი ადე, გამეცა, რა ქვეშა იფსი!“ ეს ლიფსმან იწყინა, უფროსად გაყინა ლილო-ლეღმანი. ლიფსსა და არგესტს შაექნათ ჩხუბი არგესტ საჯდომთა ლიფსს შასცა შუბი, – დაიჭრა რა ლიფსი იხმო მან ფვინიქსი მიუთხრა მასა: არგესტს შავები, ნაცზე დავიჭერ, უკაცრაოდ ვარ, შარდს ვეღარ ვიჭერ! აწ ახლა შენ იცი, ვით გაქვნდეს შენ ფიცი, შენ გაისარჯე! არგესტ დაყუჩდა, ქროლისგან დადგა, ფვინიქსის ბრძოლად ერღასტი ადგა გარდაუდგა წინა, ლაშქრად ახლდა წვიმა, ფვინიქსს ყვა თოვლონი ფვინიქს ერღასტის წამოუქროლა თოვლის ხორშაკით დაუწყო სროლა ერღასტიმ მას თოფნი, წვიმა და ქარ-ჭყოპნი მას შეაყარა. გატყდა, ამოსწყდა ფვინიქსის ჯარი, ვერ მოიხმარეს თვისი აბჯარი; ჩაუსვცდათ თოფნი, თვს დაესხათ ჭყოპნი დელგმა-ღოლფონი ერღასტს ეტყოდა ზეფიროს გმირი: კმარა, დაჩუმდი, ნუ მაღლა ჰყვირი ნუღარ ჰქრი თბილადა, თვარ გაგხდი წბილადა! დალაშქრა თრთვილით. რა ზეფიროსმა შექმნა მუქარა აპილიოტმა ფეხს მოუჩქარა; დაჰბერა მათ თბილი, განუდნო მას თრთვილი, მზეც მოეხმარა. ევროსთან იყვნენ ბორია, ნოტოს და კეკიასთან თრასკე ლივონტოს მუნ შუამავლობდენ მშვიდობას ცდილობდენ ერთმანერთშია. [...] რა ესმა ევროსს ჯარის გატეხა, ბორიას, ნოტოსს შემოუჭეხა: თქვენ აქ რადა ხართო რატომ არ წახვალთო? ჩვენს ჯარს უჭირსო! ამას წყინობდა ევროს ამირი, ავად შებმულა ზეფიროს გმირი, აპილიოტიო ქმნილა მეოტიო ზეფიროზისა. აღდგა ჩრდიეთით ბორია ქარი, გულით ფიცხელი, ხელ-ფეხით ჩქარი, მძლავრადა გაყინა, სუყველას აწყინა, ვისაც შემოხვდა. [...] თრასკემ ბორიას კარგათ უმტერა, წამოუგირგლა, სულ განუმტვერა, ჰაერში ახვეტა, დაუწყო მან ჟლეტა ბორიას ლაშქარს. ბორია დადგა, წამოდგა ნოტოს თრასკეც დაყუჩდა, აღდგა ლევონტოს ხვდა ლომსა ლომია, შეიქნა ომი მეტად ძლიერი! ნოტოს დაჰყვირა ლევონტოს მჭახედ; ლევონტოს დახვდა გულმაგრა, მკვახედ: დგენ გაბოტებითა, სცემდენ ტოტებითა ერთმანეთს თავში. ამირ კეკიამ იხმარა ხერხი, ევროსს მოსტეხა ზარბაზნით ფეხი; ასეთი შასჭეხა, ევროს ქნა ტანთ გრეხა შიშისაგანა. იპყრა კეკიამ ხელთ ევროს ქარი, სრულად დამარცხდა ზამთრის ლაშქარი! [...] შეჯდა კეკია, იყო ცხენ-ჩქარი; დააწყებინა შუბსა ზანზარი, [...] არ ჩამოეხსნა კეკია ქარი, სანამ არ ჩაძვრა ქვესკნეთს ზამთარი“ (გვ. 495-500) |
ტერმინი |
|

კომენტარი | უნდა ითქვას, რომ სულხან-საბა ორბელიანის „ქართულ ლექსიკონში“ (თბილისი, 1928, გვ. 363) ლემას „ქარი“ ახლავს ვრცელი კომენტარი – ქარების სახელთა ჩამონათვალი განმარტებებით და ქარების მიმართულების ამსახველი სქემით. საყურადღებოა, რომ გურამიშვილთან დადასტურებული ქარების სახელწოდებები, ძირითადად, მცირედი განსხვავებებით, ემთხვევა სულხან-საბას ლექსიკონში მოცემულ ტერმინებს, რაც, სავარაუდოდ, საერთო წყაროდან წარმომავლობაზე უნდა მიუთითებდეს [ე. კ.] ელგუჯა მაღრაძე: „ანტიკური მითოლოგიის ღრმა ცოდნასთან ერთად პოეტი აქ ამჟღავნებს იუმორის დიდ ნიჭსა და სახეებით აზროვნებით უნარს. თანაც ისე იცნობს სამხრეთის ქარის ღმერთს ნოტოსსა და მის ძმებს - ბორეასს, ზეფიროსს, ევროსსა და სხცებს, თითქოს ბერძენი პოეტი იყოს ჰესიოდეს დროისა“ (ელგუჯა მაღრაძე, ორი რომანი; გოდება, თბილისი, 1984, გვ. 249). „მთელი ეს ანტიკური სახეები პოეტს მხოლოდ მასალად დასჭირდა, რათა სურათი უფრო ნათლად წარმოედგინა. ამისი უფლება ყველასა აქვს. ზეფიროსი, ბორეასი და სხვანი, ოდითგანვე ცნობილი, ფართოდ განზოგადოებული სახეები გახლავთ და ამა თუ იმ ეროვნულ კოლორიტში მათ დისჰარმონია არ შეაქვთ (ელგუჯა მაღრაძე, ორი რომანი; გოდება, თბილისი, 1984, გვ. 249). |
---|