ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ხოლო სჯულთათჳს სულითა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა [თამარ მეფე ე. კ.] და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოთა საქმეთა“ (გვ. 117) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „კონსტანტინე I დიდი ისტორიაში ბევრი რამით არის სახელგანთქმული, განსაკუთრებით იმით, რომ მის დროს ქრისტიანობა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სარმწუნოებად გამოცხადდა. ამას ყოველმხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მთელი საქრისტიანო სამყარო ჯეროვნად მიუზღავდა ამისთვის კონსტანტინე დიდს და როდესაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს დასჭირდა თავისი მეფის სარმწუნოებრივი თვალსაზრისით დახასიათება და მისი დიდი წვლილის გამოჩენა-შეფასება, იგი შეადარა კიდეც კონსტანტინეს“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიაში, „მაცნე“ N 3, თბილისი, 1974, გვ. 121). |
---|