ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „არცა თჳთ [დავით სოსლანი ე. კ.] უქმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუქმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე ჟამთააღმწერელი, ალექსანდროსთჳს“ (გვ. 130) |
ტერმინი |

კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „შესაძლოა აქაც იგივე არისტობულე იგულისხმებოდეს (ვისაც ასახელებს დავითის ისტორიკოსი), ან არადა გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“. რაც მთავარია, ყურადღებას იპყრობს სახელის ბერძნული ფორმა „ალექსანდროს“. თუ ბასილი ეზოსმოძღვარს ბერძნული დედანი ისტორიისა არ ჰქონდა ხელთ, ის თარგმანი, რომლითაც მან ისარგებლა, ე. წ. ბერძნიზმებს შეიცავდა (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საქართველოში სახელი „ალექსანდრე“ სწორედ ამ ფორმით იყო ცნობილი)“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 112). |
---|