• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • ბასილი ეზოსმოძღვარი
  • Basili Ezosmodzgvari
ეპოქა XIII ს.
თხზულება

„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • პროზა
  • Prose (geo)
ციტაცია

„ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე“ (გვ. 128)

ტერმინი
  • ერმიონთასა ( ერმიონი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

თ. ყაუხჩიშვილი: „ე. ი. ზაქარია და ივანე მხარგრძელები უფრო სახელოვანნი იყვნენ, ვიდრე ერმიონის შვილები. ასეა გაგებული გამოცემაში ეს ადგილი. მ. ბროსეს აზრით, ეს ერმიონის შვილები არიან ლედას შვილები, კასტორი და პოლუქსი. მარის აზრი არ შეეფერება სინამდვილეს. კასტორისა და პოლიდევკეს (პოლუქსის) ღვთაებრივი და მიწიერ მამების სახელები (ზევსი, ტინდარევსი) კარგად არის ცნობილი ბერძნულ მითოლოგიაში. სახელი ჰერმიონი არავითარ ვარიანტში არ გვხვდება მათთან დაკავშირებით. ჰერმიონი იყო ევროპეს  ვაჟი, რომელმაც დააარსა არგოლიდაში ქ. ჰერმიონე. ამას გარდა, ბევრნი არიან ქალები – ჰერმიონე: ერთ–ერთია მენელაოსისა და ელენეს ასული ჰერმიონე (ე. ი. შვილიშვილი ლედასი), მეორეა – დემეტრესა და პერსეფონეს ზედწოდება და სხვ. მაგრამ არცერთი „ჰერმიონი“ ან „ჰერმიონე“ არ არის ისეთი, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი შვილებით – ორი ვაჟით, როგორც მაგ., ატრევსი (აგამემნონი – მენელაოსი), ტინდარევსი და სხვ. აზრობრივად არც „ჰერმესიდან“ უნდა იყოს წარმოებული „ერმიონი“. ვფიქრობთ, ბერძნული სახელი ჰერმიონი (ერმიონი) აქ არაფერ შუაშია.

იოანე პეტრიწის შრომებში (II) ბერძნული სიტყვების საძიებელში შეტანილია „ერმაული“: „ხოლო შენ–შორისი გონება დადე ერმაულთაგან“ (104)

„ერმაულად იმწუერვალენ აპოლლო“ (223)

ჩვენთვის ეს ადგილი გაუგებარია. იოანე პეტრიწი (ისევე როგორც ბევრი სხვა იმდროინდელი ქართველი ავტორი) იცნობს სახელს „ერმი“ (ჰერმესისთვის), მაგრამ აზრობრივად „ერმიდან“ წარმოებულს არ ჰგავს ეს სიტყვა, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული „ერმიონი“-ც.

საბას ლექსიკონში შეტანილი აქვს სიტყვა „ერმიანი“, რომელსაც ასე განმარტავს: ერმიანი ესე იგი არს, რაჟამს საშჯელსა შინა განსაჯონ ვინმე თჳნიერ თანა ყოფითა ორკერძოთა მათ მოსარჩლეთათა“ – ე. ი. ზაქარია და ივანე მხარგრძელები უფრო სახელოვანნი არიან, ვიდრე „ერმიანნი“ – ე. ი. ისინი, ვინც განსჯისას ორივე მხარეს არ ისწრებენ, ორივე მხარეს არ ისწრებენ, ორივე მხარეს არ ეკითხებიან.

შესაძლოა ეს ახსნაც არ იყოს სწორი, მაგრამ ჩვენი ცოდნის ამ ეტაპზე უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე მისი ადრინდელი გაგება“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები. „მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N 3, თბილისი, 1974, გვ. 112).

ვ. დონდუას აზრით, Hermion იყო ძველი გერმანელი მეფე, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღმერთად იქცა. ამ სახელით ძველი საქსონელები აღნიშნავდნენ მარსს, ომის ღვთაებას, ე. ი. მარსის სახელი (ჰერმიონი) შესულა ქართულ ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსი ჰერმიონის ძეობით იხსენიებს მხარგრძელებს, ისედაც ბევრი ეპითეტით შემკულთ (ვ. დონდუა, თამარის დროის „ერმიონთასა“, ორიონი, საუბილეო კრებული მიძღვნილი ა. შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბილისი, 1967, გვ. 152–155).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ