ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIV ს. |
თხზულება | „მესამეოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა, დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატიონი“ (ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „გარნა წერილ არს, ვითარ აფროსინელთა შინა სიტყუა, იტყჳს ვინმე, იბრძოლებდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს მოაკუდინა“ (გვ. 266) |
ტერმინი |
|

კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „რაც შეეხება მეორე ნაწყვეტს, რომელიც მხოლოდ ორ ნუსხაშია [მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში ე. კ.], ენობრივად გაუგებარია. თუ სწორეა ფორმა - „აფროსინელთა შინა“, რას ნიშნავს „აფროსინელნი“, არ ვიცით (თითქოს რაღაც ნაწარმოების სახელი უნდა იყოს!)... სიტყვა „აფროსინელნი“ თავისთავად უახლოვდება ბერძნულ სიტყვას ἀφροσύνη (უგუნურება), რასაც ხმარობს ყველა ბერძენი მწერალი, ჰომეროსიდან დაწყებული, და რაც არის საპირისპირო σοφροσύνη-სა და σοφία-სი. რაიმე წიგნი, რასაც ერქვას „აფროსინელნი“ (უგუნურებაჲ, უგონოობაჲ) და ის მოგვითხრობდეს ალექსანდრეს სიკვდილის შესახებ, არ ვიცით. შემდეგ, თვითონ ფრაზა „იბრძოლებდეს რა ანტიპატრის და ყრმა კასანდრის მოაკუდინა“ - გაუგებარია ვინ იბრძოდნენ და ვინ ვინ მოკლა. ანტიპატროსისა და ალექსანდრეს შორის ბრძოლა არაა ცნობილი. უთანხმოება ანტიპატროსსა და ალექსანდრეს შორის იყო და ამის შემდეგ „მოაკუდინეს“ იოლოსმა და კასანდროსმა მეფე. ხომ არ ავსებს ერთი ცნობა მეორეს - ალექსანდრე მაკედონელი მოწამლულია ანტიპატროსის მიერ მედიოსისა (თუ იოლოსისა) და ყრმა კასანდროსის (ეს დაახლოებით 350 წელს იყო დაბადებული, 27 წლის იყო ამ დროისათვის, ყრმაა კიდევ?) ხელით (იოლოსი, რომელიც გადმოცემათა ორივე ვარიანტში იხსენიება - კასანდროსთანაც და მედიოსთანაც, ქართულ ტექსტში იმ სახით, როგორც ის დღეს გვაქვს, არსად ჩანს). მეორე ნაწყვეტის ტექსტი, რომელიც ამ სახით გაუგებარია, უთუოდ ნიშნავს შემდეგს: იბრძოდნენ. ე. ი. უთანხმოება ჰქონდათ მეფესა და ანტიპატროსს და ანტიპატროსმა ყრმა კასანდროსს მოაკვლევინა მეფე“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 296). |
---|