ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIV ს. |
თხზულება | „ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლეთისასა“ (ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ვითარ იტყვის ჟამთააღმწერელი იოსიპოს და კუალად ვითარ განერა დავით ჴელთაგან სულტნისათა, რამეთუ ცუდად იქმნა განზრახვა მისი. და სხუაცა მოვიჴსენო, რომელ იქმნმნა განზრახვითა მეფისა ასტუვაგისათა. არა ცუდ იქმნა წარვლენა ასულისა მისისა მანდანისი სპარსთათჳის ყოვლად ამას შინა მოცემა ძისა მისისა კჳროსისი, რომელი შემდგომად ასტუვაგისა მეფე იქმნა. ანუ არა ამაო იქმნა ხრიზმოზიცა იგი აპოლონის დედოფლისა შენისა კარისოსი განცდილი მე ობოლი მთხრობლი ძლეული კარისოსა შეპყრობილ იქმნა კჳროსის მიერ, და უმეტეს ამისსა არა განცუდნა ხრიზმოზიცა იგი პრიამოსისა მეფისა ასირიელთასა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პირისა მთავრისა ალექსანდრე პარიდოსისა ზედა, რომელი იპყრა წელთა ოცდათორმეტთა უწინარეს, რომელმან, მიმტაცებელმან ელენესმან ცოლისა აღამემნონის ძმისა მენელეოსისგან ოცდარვად წლად უმშჳდებელნი ბრძოლანი მოუგნა ტროველთა და სრულადი მოსპოლვა ნათესავსა მისსა“ (გვ. 205) |
ტერმინი |
|

კომენტარი | თ. ყაუხჩიშვილი: „იგივე იოსიპოს ჟამთააღმწერელი ნახსენებია მეორეჯერაც (რუსუდანის ბოროტ ზრახვებთან დაკავშირებით ძმისწულის მიმართ) – „ვითარ განერა ჴელთაგან მისთა ლტოლვილი პირველად (ალბათ, მოსე რომ გადაურჩა ფარაონს - ეს უნდა იგულისხმებოდეს, რადგან ამაზეა უწინ ლაპარაკი თ. ყ.), „ვითარ იტყვის ჟამთააღმწერელი იოსიპოს“, რადგან ციტატი თითქმის არ არსებობს, მხოლოდ მიმიშნებაა რაღაც გადარჩენაზე. ამიტომ დედნის დადგენა ძნელდება, მაგრამ შესაძლოა იგივე „იუდეველთა ისტორია“ იყოს წყარო, ან უფრო სავარაუდოა - „იუდეველთა სიძველთმცოდნეობა“ - მეორე ნაწარმოები იოსებ ფლავიუსისა“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 293). ვ. ასათიანი: „ასტიაგესის შესახებ ვრცლად გვიამბობს „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე (ძვ. წ. V ს.) თავის ისტორიაში (I, 46; 73-75, 91, 107-112, 114-130, 162; III, 62, VII, 8 და სხვ.)... ასტიაგეს კიარქსარესის ძე, რომელიც კროისოს და მიდიელთა მოყვარე იყო, დაიმორჩილა კიროსმა მანდანე, ჟამთააღმწერელთან „მანდანისი“ სპარსეთის მეფის კიროსის (559-529 წწ.) დედაა, რომლის ჩვილის, დაღუპვა განიზრახა მისმა მამა-ასტიაგესმა, რადგან ამ უკანასკნელს ძილში ეჩვენა თავისი ასული, რომელმაც წარღვნა მთელი აზია. სიზმრის ამხსნელებმა ასტიაგეს ანიშნეს, რომ შვილიშვილი დაამხობს მის ძალაუფლებას და ამიტომაც ასტიაგე დაავალებს „სანდო კაცს“ ჰარპაგოსს ბავშვის მოკვლას. ჰარპაგოსი გადამალავს ბავშვს მწყემსთან და ამით გადაარჩენს მას (ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი, 1996, გვ. 130). ალ. გამყრელიძის დასკვნით „ქართლის ცხოვრების“ „კარისოსი“ არის იგივე კარგად ცნობილი ლიდიის მეფე კროჲსოსი და ამ ეპიზოდისთვის წყარო არის გიორგი ამარტოლის ხრონოგრაფი. ხოლო რაც შეეხება „აპოლონის დედოფალს“, ეს უნდა ნიშნავდეს „აპოლონ დელფიელს“ ან „დელფელს“, ხოლო თუ აუცილებელია სიტყვის „დედოფლის“ დატოვება, მაშინ „აპოლონის დედოფალი“ პითიად უნდა გავიგოთ (ალ. გამყრელიძე, ჟამთააღმწერელის „კარისოსის“ / კრისოს /კროისოს“, ქართული წყაროთმცოდნეობა, III, 1971, გვ. 191-194). თ. ყაუხჩიშვილი: „რა თქმა უნდა ალ. გამყრელიძის დაკვირვება გასაგებს ხდის, თუ რაზეა ტექსტში ლაპარაკი (დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველება ვერ გაიგო კროჲსოსმა, ის დამარცხდა კჳროსთან ბრძოლაში და კჳროსმა ის შეიპყრო), მაგრამ წინადადება მთლად გამართული მაინც არ არის“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 293). თ. ყაუხჩიშვილი: „ხრიზმოზი (II, 205) – χρήσμος მისნობა იმდენად იშვიათია არა თუ ორიგინალურ, არამედ ნათარგმნ ძეგლებშიც, რომ ამ თვალსაზრისით ჟამთააღმწერლის თხზულებაში დაცული ეს ფორმები „ელინურ ზღაპრობასთან“ და „ისტორია - აზმასთან“ ერთად საყურადღებო ადგილს იჭერენ“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 293). თ. ყაუხჩიშვილი: „აქ მოკლედ არის გადმოცემული ტროას ომის მიზეზი და მისი დასასრული, ხოლო თვით ომი, ამ ავტორის ვერსიით, 28 წელს გრძელდებოდა... ეს ვარიანტი ტროის ომის ხანგრძლივობისა საქართველოში ცნობილი ყოფილა, ხოლო ქართულ მეცნიერებაში არსებული აზრის მიხედვით, ქართველები თითქოს ჰომეროსის მეშვეობით კი არ იცნობდნენ ტროას ომის ციკლის თხზულებებს, არამედ რაღაცა სხვა ვერსიის მიხედვით (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ტროის ომის ციკლის თხზულებებს მარტო ჰომეროსისეული ვარიანტის მიხედვით არ იცნობდნენ)“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 293). |
---|