ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | სიკვდილი და თავისი სულის (პიროვნების) ზეცაში ამაღლება ნესტანს ესახება, როგორც ოთხი საწყისისაგან - ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან შედგენილი მისი სხეულის ნაწილებად დაშლა და მათგან სულის განთავისუფლება (იხ. ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 520-521; შდრ. ნ. ნათაძე, შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა, თბილისი, II გამოცემა, 2006, გვ. 487; იხ. აგრ. წინამდებარე ენციკლოპედიაში კომენტარი ტერმინისათვის ოთხნივე ნივთნი: ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა (ემპედოკლე, ოთხი საწყისი) [ზ.ხ.]. |
---|