ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, |
ტერმინი |

კომენტარი | ვეფხისტყაოსნის პროლოგისეული შაირობის რუსთველური თეორია ორიგინალური პოეტიკურ-ესთეტიკური და იმავდროულად, ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის კონცეფციაა: ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ საზოგადოდ პოეზია - ე.ი., როგორც შაირობა ანუ პოეტის მიერ თავისი მხატვრული ნაწარმოების შექმნისა და მასთან მსმენელის / მკითხველის ზიარების პროცესი, ისე შაირი ანუ ამ პროცესის შედეგი, საკუთრივ პოეტური ქმნილება, - გამოცხადებულია, ერთი მხრივ, პოეტიკურ-ესთეტიკური, ხოლო, მეორე მხრივ, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით, სიკეთედ („კარგი“), რამდენადაც ის არის, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით: 1) უპირველეს ყოვლისა, სიბრძნის ნაყოფი, 2) ღვთაებრივი, 3) ღვთაებრივად გონებითშესამეცნებელი, 4) მსმენელთათვის დიდად სასარგებლო, და, ამასთანავე, 5) [პოეზიის] მოსმენისათვის გამოსადეგი ადამიანისათვის ამქვეყნადაც სასიამოვნო; ხოლო, პოეტიკურ-ესთეტიკური თვალსაზრისით: 1) მოკლედ თქმული, 2) გრძელი სიტყვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შაირობის რუსთველური თეორიის მეთოდოლოგიური წყაროებია: პლატონის სახელმწიფო (X, 607d), არისტოტელეს პოეტიკა და ნიკომაქეს ეთიკის VIII და X წიგნები. დაწვრ. იხ. ზ. ხინთიბიძე, შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან (ქართულად და ინგლისურად), ქართველოლოგი, ტ. 2 (17), http://kartvelologi.tsu.ge . იხ. აგრ. ზ. ხინთიბიძე, ჰომეროსის ეპოსის მხატვრული ერთიანობის არისტოტელესეული კონცეფცია და რუსთველის ვეფხისტყაოსანი, ქართველოლოგი, ტ. 15, თბილისი, 2009, გვ. 60-98 (ქართულად და ინგლისურად) [ზ.ხ.]. |
---|