ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „ფრიდონ უთხრა: <<შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე, რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა>>. ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.“ (სტრფ. 1405-1406) |
ტერმინი |

კომენტარი | რუსთველის ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი თავის - თათბირი ტარიელისა - შემადგენელ ორ სტროფში (1405-1406) ფიქსირდება კლასიკური ტრადიციის, კერძოდ, ჰომეროსისეული ტროას ხის ცხენის პაროდირებული ალუზიის შემთხვევა. დაწვრ. იხ. ზ. ხინთიბიძე, კლასიკური ტრადიციის პაროდირებული ალუზია, როგორც კომპოზიციური ფუნქცია რუსთველის ვეფხისტყაოსანში (ქართულად და ინგლისურად), ქართველოლოგი, ტ. 6 (21), http://kartvelologi.tsu.ge [ზ.ხ.]. |
---|