ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს.(?) |
თხზულება | „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „მოსიმახოს ვინმე ითქმის ებრაელი მოისრობის და კეთილ-მმართებლობისათჳს ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელენთა შორის“ (გვ. 348-349) |
ტერმინი |
|

კომენტარი | კ. კეკელიძის ცნობით, სახელი მოსიმახოსი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარში საუკეთესო მოისრობით იყო ცნობილი, ქართულ მატიანეებში შემოსულია მხოლოდ გიორგი ამარტოლის ხრონოღრაფიდან (კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I, 1956, გვ. 262-263). თ. ყაუხჩიშვილი: „აქილევსის ბიოგრაფიიდან ცნობილია: თეტიდამ რომ შვა აქილევსი, აღსაზრდელად და მოისრობის სასწავლებლად მისცა კენტავრ ქირონს. ეს ცნობა „ელინთა მეზღაპრეობაშიც“ არის დაცული. ხოლო „ელინთა მეზღაპრეობა“ ანუ ბერძნული ორიგინალების მიხედვით გაკეთებული კომენტარები გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებებში მოხსენიებული მითოლოგიური ამბების შესახებ ეკუთვნის ეფრემ მცირეს (XI ს.), რაც უთუოდ კარგად იცოდა ჩვენმა ისტორიკოსმა (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, „მაცნე“, N 3, თბილისი, 1974, გვ. 125). ვ. ასათიანი: „დავითის ისტორიკოსი, ისევე როგორც „ელინთა ზღაპრობანის“ ავტორი, ტრადიციისაგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს აქილევსის მოისრობაზე და არა ფეხმარდობაზე“ (ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი, 1996, გვ. 194). |
---|