ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1922-2002 (XX ს.) |
თხზულება | ***(უროთიც მისდგეს ვენერა მილოსელს შავი ჯალათი...) (მურმან ლებანიძე, თხზულებანი ორ ტომად, ტომი I, თბილისი, 1989) |
სახეობა | |
ციტაცია | „უროთიც მისდგეს ვენერა მილოსელს შავი ჯალათი – „სიცოცხლე – წარმავალია, ხელოვნებაა – მარადი!“ (გვ. 445) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | როგორც ცნობილია, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის ვენუსი / აფროდიტე მილოსელის ქანდაკება (მოქანდაკე – ალექსანდროს „ანტიოქიელი, თარიღი: ძვ. წ. 130-100 წწ.) მისი აღმოჩენის ადგილიდან ანუ კუნძული მილოსიდან საფრანგეთში ტრანსპორტირებისას დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაზიანდა. კერძოდ, უკვალოდ გაქრა ვენერა მილოსელის ხელები და ამდენად, ქანდაკება ლუვრის მუზეუმში ხელების გარეშეა წარმოდგენილი. სწორედ ამ სამწუხარო ფაქტზე უნდა მიანიშნებდნენ მურმან ლებანიძის სიტყვები: „უროთიც მისდგეს ვენერა მილოსელს შავი ჯალათი [...]“. [ზ.ხ.] |
---|