• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Unknown Author (Life of King of Kings Giorgi)
  • უცნობი ავტორი („ისტორიანი...)
ეპოქა XIII ს.
თხზულება

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა - მზე მნათობთა შორის, ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის, აქილევ, სამსონ და ნებროთ გმირთა შორის, სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის, სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის“ (გვ. 162)

ტერმინი
  • ალექსანდრე ( ალექსანდრე მაკედონელი )
  • აქილევ ( აქილევსი )
  • პლატონ ( პლატონი )
  • სოკრატ
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

თ. ყაუხჩიშვილი: „ამ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მოძღვრება ამ დროს საქართველოში კვლევის საგანიც იყო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ იოანე პეტრიწის (XI-XII სს.) ორიგინალური თხზულება „განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისთჳს“, ხოლო სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ „ისტორიათადა აზმათა“ ავტორი სარგებლობდა იოანე პეტრიწის შრომებით. ასეთ პირობებში სრულიად ბუნებრივია განსადიდებელი მეფის, ავტორისათვის კარგად ცნობილი მსოფლიო მნიშვნელობის ბრძენ კაცებთან - სოკრატესთან და პლატონთან შედარება“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 106).

კ. კეკელიძე: „ორმაგი ხასიათი ავტორის სწავლა განათლებისა [დასავლური ბერძნულ-ბიზანტიური განათლების და ირანულ-არაბული განათლების ე. კ.] უფრო მეტად ჩანს იმ პოეტურ შედარებათა და მხატვრულ სახეებიდან, რომლითაც თხზულება თავიდან ბოლომდე სავსეა და რომელთა მეოხებით ის, სცილდება რა ისტორიული ნაწარმოების ფარგლებს, პოეტური შემოქმედების სფეროში გადადის... მისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია ბერძნულ-ირანული მითოლოგია, ისტორია და ლიტერატურა, როგორც ეს ჩანს, თუ გინდ თხზულების დასაწყისიდანვე“ (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი მეორე, თბილისი, 1981, გვ. 268).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ