ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლა რაზმი და სუმპერაზმანი, განაწონნა კინენი მსგავსად აფროდისისა მქონესა წყობისა, მამტკიცებელისასა“ (გვ. 9) |
ტერმინი |

კომენტარი | ს. ყაუხჩიშვილის აზრით, „მსგავსად ფროდისისა მქონესა წყობათა მამტკიცებელისასა“ ე. ი. მსგავსად ფილოსოფოს აფროდისიელისა, რომელიც მტკიცების პოსტულატებს განაწყობდა ხოლმეო. ცხადია, სიტყვით „აფროდისისა“ იგულისხმება ფილოსოფოსი ალექსანდრე აფროდისიელი, რომელსაც პეტრიწი არისტოტელის გვერდით იხსენიებს ხოლმე“ (ს. ყაუხჩიშვილი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და იოანე პეტრიწი, სსრ მეცნ. აკად. მოამბე, III, N 1, 1942, გვ. 92). თ. ყაუხჩიშვილი: „...ფროდისისა (თუმცა ეს დაწერილობა ყველაზე ახლოს „აფროდისისთან“ არის), მაინც არაა აღსადგენი ფილოსოფოსის სახელად. რაც შეეხება „წყობისა მამტკიცებელისას“, „წყობა“ უნდა გავიგოთ როგორც „ჯარის“, „რაზმისა“ და „ბრძოლის“ სინონიმი. „მამტკიცებელი“ არის განმამტკიცებელი (ამ ჯარისა) და არა ფილოსოფიური „მტკიცების განმაწყობელი“. ისე რომ, მე მგონია, აქ ბერძენი ფილოსოფოსი კი არაა მოხსენიებული, არამედ რომელიმე გამოჩენილი გმირი იქნებოდა დასახელებული, ხოლო თუ „ფროდისისა“ მაინცადამაინც ფილოსოფოსს აღნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ადგილი პეტრიწისგან მომდინარეობს (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 110). კ. კეკელიძე ამ მონაკვეთს რუსულად თარგმნის ისე, რომ აფროდისის ნაცვლად ახსენებს ფრიდონს, ფირდოუსის „შაჰნამეს“ პერსონაჟს (Картлис Цховреба, История Грузии, главый редактор Роин Метревели, Тбилиси, 2008, 247). |
---|