ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „აჰა იხილვებისცა [თამარ მეფე ე. კ.] ვითარ სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა, და ვითარ პითოდორა და კრიტია შეგნებულთა ხედვათაგან განსაცადნი“ (გვ. 29) |
ტერმინი |
|

კომენტარი | კ. კეკელიძე: „პითოდორა - აქ უნდა იგულისხმებოდეს ალექსანდრე მაკედონელის დროის პითოდორა, შესანაიშნავი ხუროთმოძღვარი, რომელმაც ააშენა ათინას ტაძარი პრიენში - კრიტია, თუ ესეც მშენებლობასთან დაკავშირებული პირი არაა, შეიძლება იყოს კრიტია მცირე (VI ქრ. წ.), მეტად განათლებული ადამიანი, რომელსაც პლატონი იხსენიებს დიალოგში „კრიტია“ (კ. კეკელიძე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, როგორც ლიტერატურული წყარო, თბილისი, 1938, გვ. 141). კ. კეკელიძე გვიანდელ ნაშრომში აზუსტებს, რომ აქ იგულისხმებიან პითოდორა და კრიტიასი, სახელგანთქმული ბერძენი მოქანდაკეები ძვ. წ. V ს-სა (К. Кекелидзе, История и восхваление венценосцев, 1959, 102). თ. ყაუხჩიშვილი: „რა თქმა უნდა, კონტექსტის მიხედვით სრულიად უდავოა, რომ პითოდორა და კრიტია ორივე უნდა შეიცნოს კაცმა მათი ნაშენის, ნაკეთობის, ნაგების მიხედვით, ე. ი. ორივე ან არქიტექტორია, ან მოქანდაკე, ბერძნულ საკუთარ სახელთა ლექსიკონებისა და ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად საგულვებელი ამ ადგილად არიან მრავალ პითოდოროსსა და კრიტიასს შორის ის მოქანდაკე, ხელოვანი კრიტია, რომელიც ფიდიასის დროს მოღვაწეობდა ათენში, ხოლო პითოდოროსი კი 2 სხვადასხვა შეიძლება ვიგულვოთ: 1. პავსანიას მიერ ხსენებული ძვ. წ. VI ს-ის ხელოვანი (მას ეკუთვნოდა ჰერას ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება) და 2. პლინიუსის მიერ დასახელებული, რომლის ნამუშევრებიც პალატინის სასახლეში მოიპოვებოდა. ახლა რომელ ამათგანს გულისხმობს ქართველი ისტორიკოსი, ან რაა მისი წყარო, ძნელია ამის დადგენა. ერთი კია, ის იცნობს თემისტოკლეს, ე. ი. საბერძნეთის ძველ ისტორიას და ეს მოქანდაკეებიც (ე. ი. VI- V საუკუნეების მოღვაწეები) იქ იქნებოდნენ დასახელებული. ამდენად, მეტად მოსალოდნელია უფრო ადრინდელი პითოდოროსის ხსენება. ისე, ძველ ბერძნულ ძეგლებში ასეთი წყვილი - პითოდოროსი და კრიტია - პოპულარული არ არის“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. თამარის ისტორიკოსები, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1974, გვ. 108). |
---|