ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIII ს. |
თხზულება | „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „რომლისათჳს ჴამდა, თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშედ წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფქმნილთანი: ვითარცა თამთა თუმიანისთჳს, ვითარ ამირან ხორაშნისთჳს, ვითარ ხოსრო – შანშა ბანუისთჳს, ვოთარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისთჳს და იოსებ ასანეთისთჳს, დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს, ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისათჳს, ონომაოს ასულისა, ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს“ |
ტერმინი |

კომენტარი | პ. ინგოროყვას აზრით, სიუჟეტი პელოფსისა და ჰიპოდამეას და პლუტონისა და პერსეფონეს შესახებ „ისტორიანი და აზმანის“ ავტორს შეეძლო ამოეღო ეფრემ მცირის „ელინთა მეზღაპრეობიდან“, სადაც „ზღაპრობანი დიდისა ბასილის ეპიტაფიასა შემოღებულნი“ ანუ „ზღაპრობანი“ რომელნი საწარმართოთა წიგნთაგან მოუჴსენებიან წიგნთა შინა თჳსთა გრიგოლის, შეიცავენ სხვა თხრობათა შორის ასეთსაც: პელოფს და პელოპიდნი (თქმულება პელოპის, ჳნომაოსის და ჳნომაოსის ასულის იპოდამის შესახებ) და „ტრფიალება პლუტონისა პერსეფონისადმი და წარტაცება პერსეფონისი“ (პ. ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, თბილისი, გვ. 48-49). ი. აბულაძის აზრით, მოცემულ შემთხვევებში მას [ავტორს] (განსაკუთრებით პელოპს-ჰიპოდამიას შემთხვევაში) არც კი მიუჩნევია საჭიროდ რაიმე განმარტება დაერთო მათ შესახებ, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ეს პერსონაჟები უცხონი არ არიან ქართველი მკითხველისათვის (ი. აბულაძე, „ელინთა ზღაპრობანი“, ენიმკის მოამბე, X, თბილისი, 1941, გვ. 9). |
---|