ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1647-1713 წწ. |
თხზულება | „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ (არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1936; ტ. II, 1937, თბილისი) |
სახეობა | |
ციტაცია | „მცენარეობა ყვავილთა ასფადელ-ნარგისოვანი, ივლიოს ველის მშვენება, სიტურფე ნამორვებანი“ (789) |
ტერმინი |
|

კომენტარი | ივანე ლოლაშვილი: „სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ილვისიოსი, რომელ არს ოლვისიოსი, გინა აპოლვიოსი, ესრეთ გამოითარგმნების ვითარმედ: განსასუენებელი უჯაჭო, ესე იგი არს ჴსნილი, თავისუფალი ტანჯვისგან“ (ნახეთ ილვისიოსი). ამ „უჯაჭო განსასვენებელს“, სადაც ადამიანი სული თითქოს თავისუფალია ყოველნაირი ტანჯვისგან, ქრისტიანული რელიგიით სამოთხე ეწოდება, ბერძნული წარმართული მითოლოგიით კი - ელისეის მინდორი, ანუ ილვისიოსის (ილვისოს) ველი (ელიზიუმი). მართლაც, იოანე პეტრიწთან ილჳსიოს ველი სამოთხეს ნიშნავს... მაშასადამე, ილვისოს ველი იგივე სამოთხეა, რომელიც ბერძენთა მითოლოგიამ შექმნა წარმართ გმირთა განსასვენებლად“ (ძველი ქართველი მეხოტბენი, ტ. I, თბილისი, 1957, გვ. 112-113). |
---|