• მთავარი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • GEO
  • ENG
<< უკან

ავტორი
  • Jamtaagmtsereli
  • ჟამთააღმწერელი
ეპოქა XIV ს.
თხზულება

„მესამეოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა, დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატიონი“ (ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959)

სახეობა
  • Prose (geo)
  • პროზა
ციტაცია

„ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი და მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა“ (გვ. 301-302)

ტერმინი
  • მოსომახოსა ( მოსიმაქოსი )
  • პიღასი ( პეგასოსი )
  • მირმიდონთ ( მირმიდონელი )
  • ნეოპტოლემეოს ( ნეოპტოლემოსი )
ანტიკურობის რეცეფცია
ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი

თ. ყაუხჩიშვილი: „მამაცი მებრძოლი და განთქმული მოისარი მოსიმახოსთან არის შედარებული. მოსომახო ებრაელი იგივე ადრე ხსენებული (დავითის ისტორიკოსთან და „ისტორიანი და აზმანი“) მოსიმახოსია, შედარებისას ამ ორ ისტორიკოსთან მოსიმახოსთან ერთად კენტავროსისგან განსწავლული აქილევსი იყო ხოლმე მოყვანილი, აქ, კი - აქილევსის ძე - ნეოპტოლემოსი“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 297).

თ. ყაუხჩიშვილი: „ნეოპტოლემოსი აქილევსის ვაჟია, ხოლო, როგორც ცნობილია, აქილევსი (და, მაშასადამე, ნეოპტოლემოსიც) მირმიდონელთა ბელადი იყო. რაც შეეხება „პიღასის“ - არსად ლიტერატურაში ეს ეპითეტი ნეოპტოლემოსს ჩვეულებრივ არ ახლავს. ენობრივად კი თითქოს ერთი კომპლექსია - „ნეოპტოლემეოს - პიღასი“ (ისევე, როგორც ზემოთ - „ალექსანდრე - პარიდოსი“). შესაძლოა, ეს არის πήγασος პეგასოსი - ფრთოსანი ცხენი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში საკმაოდ პოპულარულია (ის არის პერსევსის ფრთოსანი რაში), ხოლო ეპიზოდები პეგასისა და ბერძენი გმირის, ბელეროფონტის შესახებ, შესულია „ელინთა მეზღაპრეობაშიც“ - იქაა ფორმა „პიღასი“ და „პიღასსო“ (ელინთა მეზღაპრეობა, ილ. აბულაძის გამოცემა, ენიმკის მოამბე, 1940, გვ. 25, 39). მაშინ ეს ადგილი თითქოს ასე უნდა გავიგოთ - როგორც ნეოპტოლემოსს ჰყავდა რჩეული რაში, ასევე ერისთავ სამადავლასაც. მაგრამ აზრობრივად „პიღასი“ აქ ზედმეტად მეჩვენება და შეიძლება ის ხელნაწერის შეცდომაა“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 294).

 
  • ანბანის მიხედვით

    • ა
    • ბ
    • გ
    • დ
    • ე
    • ვ
    • ზ
    • თ
    • ი
    • კ
    • ლ
    • მ
    • ნ
    • ო
    • პ
    • ჟ
    • რ
    • ს
    • ტ
    • უ
    • ფ
    • ქ
    • ღ
    • ყ
    • შ
    • ჩ
    • ც
    • ძ
    • წ
    • ჭ
    • ხ
    • ჯ
    • ჰ
  • |
  • გაფართოებული ძებნა
    ავტორი
      ტერმინი
        ეპოქა
        თხზულება
        სახეობა
        ციტაცია
        კომენტარი
      • |
      • ძებნა
        საძებნი ფრაზა
      • შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
      • თსუ

      © 2013. ყველა უფლება დაცულია.
      დამზადებულია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ