ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „მან უთხრა: <<წადით, დაკარგეთ მუნ სადა ზღვისა ჭიპია>>.“ (სტროფი 584, 1) |
ტერმინი |

ნიკე. ვანი, ძვ.წ. II-I სს., ბრინჯაო, 22 x19 სმ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კომენტარი | გამოთქმა „ხმელეთის ჭიპი“ ანუ ხმელეთის ცენტრი ანტიკური და შუასაუკუნეების ეპოქათა არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში ფიქსირდება, განსხვავებით გამოთქმისაგან „ზღვის ჭიპი (ანუ ცენტრი)“, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დასტურდება მხოლოდ ვეფხისტყაოსანსა (584, 1) და ოდისეაში (I,50: ὅθι τ᾽ ὀμφαλός ἐστι θαλάσσης – „სადაც არის ზღვის ჭიპი“). დაწვრ. იხ. მოლი წინამდებარე ენციკლოპედიაში [ზ.ხ.]. |
---|